"ქვეყანაში არ უნდა ვუშვებდეთ ინვესტორებს, რომლებიც არ ასრულებენ იმ მინიმალურ სტანდარტებს, რაც მოეთხოვებათ" - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში არ უნდა ვუშვებდეთ ინვესტორებს, რომლებიც არ ასრულებენ იმ მინიმალურ სტანდარტებს, რაც მოეთხოვებათ"

ჩვენ არ უნდა ვუშვებდეთ ქვეყანაში ინვესტორებს, რომლებიც არ ასრულებენ იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომელიც ყველა სხვა ქვეყანაში მოეთხოვებათ მათ, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გლდანში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია და მიუღებელია, რომ კანონში შესაბამისი ჩანაწერები არ იყოს.

"ყველას გვაწუხებს შრომის უსაფრთხოება. სულ გვესმის, რომ მოხდა რაღაც დიდი ტრაგედია. განვითარებული ქვეყნისთვის მოუღებელია, რომ ჩვენ კანონში არ გვქონდეს ყველა ის საჭირო კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს მათ უსაფრთხოებას, მაგრამ არა მხოლოდ კანონში არამედ პრაქტიკაშიც უნდა იყოს ეს გადატანილი. ჩვენ არ უნდა ვუშვებდეთ ქვეყანაში ინვესტორებს, რომლებიც არ ასრულებენ იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომელიც ყველა სხვა ქვეყანაში მოეთხოვებათ მათ. ამავე დროს უნდა შევინარჩუნოთ ინვესტიციების შემოდინება, ეს გვჭირდება",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი პარტია "ქართულო ოცნება" უჭერს.

"მე ვიქნები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტი, რადგან..."

"ონტერპრესნიუსი"