"ჩემს ოჯახს ფულით დედაჩემი ეხმარება, ხანდახანს ცოტას მეც მიგზავნის" - კვირის პალიტრა

"ჩემს ოჯახს ფულით დედაჩემი ეხმარება, ხანდახანს ცოტას მეც მიგზავნის"

უკრაინის ტელეკომპანია "1+1"-ის ჟურნალისტებმა ამსტერდამში მიხეილ სააკაშვილი მოძებნეს და მისგან ექსკლუზიური ინტერვიუ აიღეს, რომელიც პროგრამა «Українські сенсації»-ში გადაიცა, სათაურით: "მიხეილ სააკაშვილი: სალამი ამსტერდამიდან".

ვინ არის იგი - "უკრაინელი ქართველი" თუ სახელმწიფო მნიშვნელობის მტერი"?

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი. ექსპრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს ნათლიმამა. თავის მხრივ, ვიქტორ იუშენკო კი პეტრო პოროშენკოს ნათლიმამაა. მაგრამ მაღალი პოლიტიკური კავშირების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი მშობლიურ საქართველოში და უკრაინაში ბრალი მრავალი დანაშაულის ჩადენაში წაუყენეს.

მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტებს უყვება თავის თავზე - ფიცხი ქართველის წყნარ ცხოვრებაზე პედანტურ ევროპაში. როგორ ცხოვრობს იგი დღეს? როგორ იხდის ბინის ქირას და კომუნალურ გადასახადებს, რატომ ეძებს ნიდერლანდებში იმ ქვეყანას, სადაც რევოლუციას მოახდენს. "მე საქართველოს პრეზიდენტი ვიყავი, კაბინეტში ვიჯექი, ლიმუზინით დავდიოდი და მარავალრიცხოვანი დაცვა მყავდა, უცხოეთის ყველაზე ცნობილ ლიდერებს ვხვდებოდი... თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემთვის იოლი იყო ისევ რევოლუციონერად გადაკვალიფიცირება და კარავში ჯდომა?" - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

უკრაინელი ჟურნალისტები პოლიტიკოსს მისსავე ბინაში ესაუბრებიან: "ყვავილები, ორი სურათი კედელზე, ერთი ფლაკონი პარფიუმი და ძველებური Rolex-ის საათი. დიდი ვერაფერი სიმდიდრეა". ექსპრეზიდენტის თქმით, მატერიალურ-ფინანსური პრობლემების გამო მის ოჯახს დედამისი ეხმარება: "დედაჩემი საკმაო შემოსავალი აქვს, იგი ჩემს ცოლს და შვილს ეხმარება. ხანდახან ცოტა ფულს მეც მიგზავნის ხოლმე", - ამბობს პოლიტიკოსი.

მიხეილ სააკაშვილი ჰყვება, რომ იგი იძულებულია ამსტერდამში ბინის კომუნალურ გადასახადებში 350-400 ევრო იხადოს. მოკლედ, ცხოვრება ძვირია.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინას ხშირად იხსენებს. იგი ამბობს, რომ უკრაინელები ძალიან უყვარს და რომ მომავალში უკრაინა მძლავრ ევროპულ სახელმწიფოდ გადაიქცევა.

"მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ერთი ამბავიც გაანდო: იგი მუდამ თან ატარებს უკრაინის პასპორტს. ერთხელ საფრანგეთში ყოფნისას, ადგილობრივ სამართალდამცველებს პასპორტის ჩამორთმევა უნდოდათ - მოპარული გექნებაო, მითხრეს, მაგრამ მე მათ განვუცხადე - ჩემთვის ძვირფას დოკუმენტს თქვენ მხოლოდ მაშინ მიიღებთ, თუ მომკლავთ-მეთქი". წყარო

იხილეთ ასევე:  "ჯიუტ სააკაშვილზე ყველაზე დიდი გავლენა დედამისს ჰქონდა"

მოამზადა სიმონ კილაძემ