ბიძინა ივანიშვილი ხვალ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილი ხვალ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვალ მედიის კითხვებს უპასუხებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, ბიძინა ივანიშვილი 23 ოქტომბერს, 22.00 საათზე ინტერვიუს სამი არხის - "იმედის", "რუსთავი 2"-ის და "ტვ პირველის" პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს მისცემს.

"ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს", - აცხადებენ პარტიაში.