რამდენი ლარი შესწირეს სალომე ზურაბიშვილს ბადრი პატარკაციშვილის დედამ და დებმა? - კვირის პალიტრა

რამდენი ლარი შესწირეს სალომე ზურაბიშვილს ბადრი პატარკაციშვილის დედამ და დებმა?

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა 180 000 ლარი შესწირა.

უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული ახალი ინფორმაციის მიხედვით, ზურაბიშვილის სასარგებლოდ შემოწირულება ბადრი პატარკაციშვილის დედამ და დებმა განახორციელეს. როგორც ნათელა პატარკაციშვილს, ისე მზია თოთლაძესა და ნანა პატარკაციშვილს ზურაბიშვილისთვის ცალ-ცალკე, 60-60 ათასი ლარი აქვთ შეწირული.

გარდა ამისა, ბოლო დღეებში "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა შემოწირულება კიდევ ათეულობით ფიზიკური პირისგან მიიღო, მათი უმეტესობა მსხვილი შემოწირულებაა - 10 ათასიდან - 60 ათას ლარამდე.

ზურაბიშვილის შემომწირველებს შორისაა "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი ნატო ხაინდრავა - 30 000 ლარით და რეჟისორი გოგა ხაინდარავა 15 000 ლარით.

"ინტერპრესნიუსი"