"რატომ უნდა დამესაჯა ფარცხალაძე" - რას პასუხობს ივანიშვილი სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებს? - კვირის პალიტრა

"რატომ უნდა დამესაჯა ფარცხალაძე" - რას პასუხობს ივანიშვილი სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებს?

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამი ტელეკომპანიის პოლიტიკური თოქშოუების ჟურნალისტებს, "იმედიდან" ირაკლი ჩიხლაძეს, "რუსთავი -2"- დან ეკა კვესიტაძეს, "ტვ პირველიდან" - დიანა ტრაპაიძეს კითხვებს პასუხობს.

პირველი კითხვის დასმის საშუალება მიეცა დიანა ტრაპაიძეს, "მრჩება განცდა, რომ თქვენ ხართ ყველაფრის ხელმძღვანელი", - ასე მიმართა ტრაპაიძემ ექსპრემიერს და ჰკითხა, "რატომ დადიან ბიზნესმენები საქმის მოსაგვარებლად მასთან?" მან გაიხსენა ზაზა ოქუაშვილსა და "ომეგა ჯგუფის" ჩანაწერები და ახსენა ფარცხალაძე.

"ბევრ ბიზნესმენს ვხვდები, ვხვდები როგორც ბიზნესმენი ბიზნესმენს, მე არა თუ ვხვდები, ბევრს ვეხმარები კიდეც, არ ვიცი, რატომ უნდა დამესაჯა ფარცხალაძე. არ გაქვთ საფუძველი, რომ კაცი დაისაჯოს და ჟურნალისტები მაინც ითხოვთ მის დასჯას. ბიზნესმენების სიარული კვლავაც გაგრძელდება ჩემთან, რადგან ბიზნესია უმნიშვნელოვანესი, ბიზნესმა უნდა დაასაქმოს მოსახლეობა და არა ხელისუფლებამ. ამიტომ მოვიდა ოქუაშვილი, ლევან ყიფიანთან ერთად, ორჯერ იყვნენ მოსული, ძალიან კარგი პროექტი იქმნებოდა, თამბაქოს წარმოებაზე იყო ლაპარაკი, გიორგი ბაჩიაშვილთან გავუშვი, კარგი პროექტი შეიქმნა, მეც ვაპირებდი დაფინანსებას".

"რატომ უნდა დამესაჯა ფარცხალაძე" - რას პასუხობს ივანიშვილი სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებს?