"ქვეყნის დირექტორმა გვითხრა, ღარიბები რომ ხართ, თქვენი ბრალია, ამიტომ ნუ გშურთ ფარცხალაძისო" - რა გამოხმაურება მოჰყვა ივანიშვილის ინტერვიუს?
"ქვეყნის დირექტორმა გვითხრა, ღარიბები რომ ხართ, თქვენი ბრალია, ამიტომ ნუ გშურთ ფარცხალაძისო" - რა გამოხმაურება მოჰყვა ივანიშვილის ინტერვიუს?
ფოტო:გოგი გვახარია, ხათუნა ლაგაზიძე, მერაბ მეტრეველი
23 ოქტომბერს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუ მისცა სამი არხის - "რუსთავი 2"-ის , "იმედის" და "ტვ პირველის" პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს, რომელიც თითქმის 2 საათი და 20 წუთი გაგრძელდა. ვიდრე ვნახავთ რა გამოხმაურება მოჰყვა მის ინტერვიუს სოციალურ ქსელში, გადავხედოთ იმ საკითხებს, რაზეც ივანიშვილს მოუწია ლაპარაკი.

მისი თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, ვითარებას მხოლოდ "რუსთავი 2" ამძიმებს, ზოგადად მან არაერთხელ ახსენა საუბრისას ეს ტელევიზია და ლამის ქვეყნის ნომერ პირველ პრობლემად დაასახელა; კორუფციულ პრობლემებზე
საუბრისას, აღნიშნა, რომ საჭიროა მტკიცებულებები და არა სატელევიზიო სიუჟეტები და რომ მინისტრებისა თუ დეპუტატების ქონების შესახებ მიზანმიმართულად ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია; მან ილაპარაკა "ომეგა ჯგუფსა" და მის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილზე, იმ ჩანაწერებზე რაც ოქუაშვილის მონაწილეობით გავრცელდა, მისი მტკიცებით, ჩანაწერები არ არის ავთენტური, ის "მიჭრილ-მოჭრილია", რომ არ
ყოფილა არანაირი სარდაფის ეპიზოდი და რომ ყოფილი მთავრი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასასჯელად საფუძველი არ არსებობს;

"ამ კაცს დასაჭერი არაფერი აქვს", - განაცხადა მან ფარცხალაძეზე.
კვლავაც გაიმეორა, რომ გირგვლიანისა და ხორავას ქუჩის საქმეებს შორის პარალელის გავლება უზნეობაა, ასევე აღიარა, რომ კანაფის კულტივაცია-ექსპორტის თაობაზე სახელისუფლო მსჯელობებში მონაწილეობდა. მისი თქმით, კანონპროექტი შეჩერებულია, თუმცა მსჯელობა გაგრძელდება, მაგრამ თუ ხალხის წინააღმდეგობა იქნება, ისინი საზოგადოების წინააღმდეგ არ წავლენ.

და რა თქმა უნდა, განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია და საზოგადოებას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ეს არის ინტერვიუს მოკლე შინაარსი.

გადავხედოთ, რას წერენ სოციალურ ქსელში:
არჩილ გამზარდია
არჩილ გამზარდია, ჟურნალისტი:

"ბიძინა ივანიშვილი იმაზე მეტად არის საინფორმაციო ვაკუუმში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, ვიდრე მეგონა. მწყინს, ძალიან მწყინს".

ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტოლოგი:
"რეალობიდან გასვლა და ასეთი?! უფრო სწორად, მას თავისი რეალობა აქვს, ხალხის ნაწილს - თავისი. დაადასტურა, რომ ყველაფერს რაც ქვეყანაში ხდება და ზოგს მოსწონს და ზოგს - არა, მისგან აქვს მწვანე ანთებული. ჰოდა, ვინც მის რეალობას არ მიიღებს, იმას მაქსიმუმ ერთ წელში დააყენებენ სწორ გზაზე - ან აუხელენ ან დაუხუჭავენ თვალებს.. მე კითხვები აღარ მაქვს. აბსოლუტურად ამომწურავი ინტერვიუ მოვისმინე".

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:
"ბატონო ბიძინა, მასე "ნაცების" დროსაც რომ გამოგვერთო "მაესტრო" და "კავკასია" ქვეყანაში აღმავლობისა და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავდით. სულ გუგუნი გაუდიოდა ქვეყანას".
ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია, "ევროპული საქართველოს" წევრი:
"ხვალ უარესი იქნება ერთმანეთს რომ დაასწრებენ აღფრთოვანებაში ქართული ოცნების წევრები. ეხლა ფაცი-ფუცია ვინ პირველი შეაქებს და ვინ უფრო მაგრად. უკვე ილაგებენ ალბათ ფრაზებს თავში.

აქ ცოტას გაიცინებ მაინც და ხვალინდელ კომენტარებში ცარიელი სევდა იქნება.

არადა, გადაწყვეტილება ჩვენ ხელშია, არჩევნებზე".

გოგი გვახარია, ხელოვნებათმცოდნე:
"ვიღაც გაბიანმა რომ თქვა ადრე გახსოვთ? ბენზინის ფული ხო ქონდა თავი რომ მოიკლაო.. რა ამბავი ატყდა

გუშინ ქვეყნის ფორმალურმა დირექტორმა, მენეჯმენტი რომ "კანიოკი" აქვს, გვითხრა, ღარიბები რომ ხართ თქვენი ბრალია (და "რუსთავი-2"-ის), ამიტომ ნუ გშურთ ფარცხალაძისო. ეს იყო ყველაზე შემზარავი ნაწილი მაგ ინტერვიუში. და კიდევ უფრო შემზარავი ისაა, რომ ამის შემდეგ "ცხოვრება გრძელდება". და, სამწუხაროდ, ასე გაგრძელდება კიდევ".

ეკა ლომიძე, ჟურნალისტი:
"წუხანდელი მრავალსაათიანი ინტერვიუს მიმოხილვებს, შეფასებებს, პოზიციებს გავეცანი და დამრჩა შთაბეჭდილება: ერი მოსთქვამს, ის "ჭედავს" რეალობას ვერ აღიქვამს და არაფერი გვეშველებაო. დასტურ! ის ჭედავს მისთვის სასურველ რეალობას, ამ რეალობას ჭედავდა 2012 წლის პირველ ოქტომბრამდეც, ვიდრე წინ "ნაციონალები" ეყენა და მერე ვითომ ჩამოშორდა. მისთვის სასურველ რეალობას ჭედავს იმის მერე, წინ "ოცნება" ვითომ რომ დაიყენა და ასე მიდის დღემდე. ასეც ივლის, თუ ჩვენ ყველა დამოკიდებული ვიქნებით მის ნათქვამზე, მის სურვილებზე და გადამწყვეტი არ იქნება ჩვენ რა გვინდა, რატომ, როგორ და როდის. გაითვალისწინეთ, მას ყველა სადავე ხელთ აქვს და მშვიდად დადის. სადავეებს იმიტომ ფლობს, რომ ჩვენ ვერ ვფლობთ ჩვენს თავებს. ამიტომაც, მოვრჩეთ აქ რაკუნს, ბლაკუნს და ორთქლის გამოშვებას და საქმეს, გნებავთ, დაცვას მივხედოთ, ოღონდ ჯერ ზუსტად დავადგინოთ რა გვინდა და ვისი ხელით. თუ ისევ სხვებს უნდა ვუყუროთ ხელებში, არაფერი არ გამოვა"

ნანუკა ჟორჟოლიანი,  ჟურნალისტი:
"ბატონო ბიძინა, წადით ეხლა დაიძინეთ, თორემ "რუსთავი 2" მოვიდა".
მედეა
25 ოქტომბერი 2018 13:11
ზაალი სწორ კომენტარს წერს, სრულად ვეთანხმები. დავით სარაჯიშვილი შევიდა საქართველოს ისტორიაში უდიდეს ქველმოქმედად და სხვანიც, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ბრწყინვალე მეცენატობა და გაკეთებული საქმეები დიდების შარავანდედით შემოსავს მის სახელს და სიცოცხლეშივე გმირად აღიარებს მას. იმ გაკაპასებული ქალების წიოკი დააკლებს მას რაიმეს? რამდენი ამაზე მეტი ბრძოლა ექნება წარმატებით მოგებული. ესენი ისტორიის სანაგვისთვის იმეტებენ თავს. ზვიად გამსახურდიასაც ფინიებივით უყეფდნენ უკვე სამარცხვინო ბოძზე გაკრული მაშინდელი მოწინააღმდეგეები. ხომ დაასვა დიდების შარავანდედი ისტორიამ ზვიად გამსახურდიას!. ჭკუა ვერ ისწავლეს ახლანდელებმა. მრუდს და მართალს ვერ არჩევენ ეგრეთწოდებული ჟურნალისტები და ექსპერტები. ბოდიშს ვუხდი საღად მოაზროვნე მათ კოლეგებს.
qqq
25 ოქტომბერი 2018 11:33
ქალბატონო ნანულა, თავი ისევ იმერეთის ორღობეში ხომ არ გგონიათ, განჭვრეტის და გაანალიზების უნარი არ გაქვთ.? რაც ბიძინამ საქართველოს გაუკეთა ,მისი თუნდაც ერთი პტოცენტი გაგიკეთებიათ სამშობლოსთვის, თუნდაც თქვენ ქმარს რომ დავალებას აძლევდა მერაბიშვილი ერთხელ მაინც გითქვამს ეგ არ გააკეთოვო, არ გითქვამს. მთავარი იყო ფული გქონოდა და სულ არ გაწუხებდა საიდან მოდიოდა და ახლაც იცი ვისა აქვს ფული?, ვინც იოსელიანის ბადდები რომ დათარეშობდნენ საქართველოში და რაც მოსაკრეფი იყო ყველაფერს კრეფდნენ, აი იმათ შვილებს და შვილიშვილებს. დაფიქრდით რას ამბობთ, ივანიშვილისთვის ტელევიზორის გარდა არსად შემივლია თვალი, მაგრამ ვიცი უმადურობა რამხელა ცოდვაა და იმტომაც არაფერს არ ვამბობ.ყველა ავსებდით ქვეყანას და ივანიშვილი ძარცვავდა? ნამისი სად გაქვთ? სად? ესაა მთავარი. შეიძლებ ა სულ უბრალო ადამიანი იყო და კრისტალის დარი და შეიძლება ბევრი გქონდეს და კაკლის მუხლუხოს ჰგავდე ლამაზსა და მავნეს.არ დაბლოკოთ რა?
ალექს
25 ოქტომბერი 2018 11:17
აიდოსტო, კომპარტიამ და არიერგარდად შეგვაჩეჩა მოქკავშირი,რომელიც არს ნაციონალქოცონალები სატელიტებიანად !
არც მაშინ,არც ახლა ეს არ არის ერის საკუკეთესო ნაწილი !
საუკეთესოს თუ ეძებთ,იპოვნით,არ ეძებთ და ვერ იპოვნით!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა