"თუ გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე დამნაშავეა, მე ვიქნები ლიდერებში, ვინც მოითხოვს მის პასუხისგებას" - კვირის პალიტრა

"თუ გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე დამნაშავეა, მე ვიქნები ლიდერებში, ვინც მოითხოვს მის პასუხისგებას"

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის თაობაზე "პალიტრანიუსის" ჟურნალისტის ემა ტუხიაშვილის დასმულ კითხვას, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ასე უპასუხა:

"ჩემი აზრით, პირდაპირი პარალელის გავლება კეზერაშვილსა და ფარცხალაძეს შორის არ შეიძლება, ფარცხალაძე ხუთი წელია წასული ხელისუფლებიდან, თუმცა, რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს და ეს კითხვები ლეგიტიმურია. ის რომ ოდესღაც თანამდებობის პირი იყო და ბიზნესს აკეთებს, ჟურნალისტების მახვილ თვალს არ უნდა გამოგეპაროთ. კითხვები არის აბსოლუტურად ლოგიკური და ეს კითხვები მოითხოვს პასუხს. ჩემი აზრით,  ფარცხალაძის  თემის გაზვიადებას ცდილობს ოპოზიცია, რომ ის ჩემთან კოორდინირებულად მოქმედებს, სარდაფში ხალხი დაჰყავს და ა.შ. რაც სიმართლეს არ შეეფერება...

თუ გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ  ფარცხალაძე დამნაშავეა, ის კანონის სიმკაცრით აგებს პასუხს, მე ვიქნები ლიდერებში, ვინც მოითხოვს მის პასუხისგებას...  თუ ასე არ არის, მაშინ ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმციას, დაველოდოთ გამოძიებას... თუმცა აბსოლუტურად ვეთანხმები ლეგიტიმურ კითხვებს, რომელიც მის მიმართ არსებობს", - განაცხადა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო