ჭიათურის მუნიციპალიტეტში კარსტული მღვიმეების ტურისტულ-საინფორმაციო დაფა დააზიანეს - კვირის პალიტრა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში კარსტული მღვიმეების ტურისტულ-საინფორმაციო დაფა დააზიანეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან შეგვატყობინეს, რომ არჩევნების დღეს - 28 ოქტომბერს ამავე მუნიცილიპალიტეტის სოფელ პერევისის ცენტრში, სოფელ სვერის გადასახვევთან დადგმული, კარსტული მღვიმეების ტურისტულ საინფორმაციო დაფა დააზიანეს - მასზე პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის - გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო-სააგიტაციო პლაკატი გადააკრეს.

საარჩევნო პლაკატი არჩევნებში ხმის მისაცემად მიმავალ ადგილობრივ მოსახლეობას ამ დილით შეუმჩნევია. სააგიტაციო პლაკატით დაფარულია ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებული ტექსტი სოფელ პერევისაზე, აგრეთვე - კარსტულ მღვიმე წილთო 3-ის შესახებ არსებულ ინფორმაციასა და სქემაზე.

ფოტო გადაღებულია დღეს - 28 ოქტომბერს, 09:25 საათზე.

კარსტული მღვიმეების მიმართულების საფეხმავლო მარშრუტების მანიშნებლები ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტით - "სპელეოტურიზმის განვითარება ზემო იმერეთში" ჭიათურის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში 2017 წელს დაიდგა. მანიშნებლები და ბანერები პოპულარიზაციას უწევს სპელეოტურიზმს, ხოლო კარსტული მღვიმეები შესაძლოა გახდეს შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

მარი ლეჟავა (სპეციალურად საიტისთვის)