"სალომეს თუ არ მისცემთ ხმას, ყველას მწარედ გაგისწორდებითო" - კვირის პალიტრა

"სალომეს თუ არ მისცემთ ხმას, ყველას მწარედ გაგისწორდებითო"

ნინოწმინდის ოლქში მე-4 უბანზე ე.წ. კარუსელის მცდელობა იყო. ინფორმაციას კომისიის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თამარ ბუჩუკური ავრცელებს.

თამარ ბუჩუკური: "იყო ოთხგზის მცდელობა ე.წ. კარუსელზე შემოეყვანათ ახალქალაქის ოლქიდან ამომრჩევლები, ვისაც უკვე მიცემული ჰქონდა ხმა თავიანთ უბნებზე. ოთხი მოქალაქე გავაძევე უბნიდან. მათ გარეთ ელოდა სამარშრუტო მანქანა, ხალხით სავსე. ამ მობილიზებულ ჯგუგს ხელმძღვანელობდა, დეპუტატი ენზელ მკოიანი. საუბნო შემობის ფანჯრიდან დავინახე რომ კართან დიდი მობილიზაცია იყო ხალხის მასის, მათ შორის აქტიურობით გამოირჩეოდა დეპუტატი მკოიანი. კადრების გადასაღებად გავედი. როცა მივუახლოვდი, გავიგონე მისი მუქარა: სალომეს თუ არ მისცემთ ხმას, ყველას მწარედ გაგისწორდებითო. რუსულ ენაზე მიმართავდა მათ. კადრების გადაღების დაწყებისთანავე დატოვა ეზო და წავიდა. ე.წ. კარუსელის პრინციპით ცდილობდნენ, ხელმეორედ ხმის მიცემას. რომ არ გამოუვიდათ მკოიანის შეკვეთის შესრულება, ყველამ დატოვა უბნის ტერიტორია".

(სპეციალურად საიტისთვის)