"მიუხედავად გაყალბებისა, მასობრივი მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსისა, ჩვენ მათ მოვუგეთ" - კვირის პალიტრა

"მიუხედავად გაყალბებისა, მასობრივი მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსისა, ჩვენ მათ მოვუგეთ"

მიუხედავად გაყალბებისა, მასობრივი მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსისა, ჩვენ მათ მოვუგეთ, - ამის შესახებ მოძრაობა "ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

"მთავარში დავრწმუნდით, საქართველოს მოქალაქეებს სურთ პოზიტიური ცვლილებები, მათ ყელში აქვს ამოსული ქურდული ოცნების ხელისუფლება, თავისი საწამებელი კამერებით. შეადარეთ ჩვენი შესაძლებლობები და სახელისუფლებო კანდიდატის შესაძლებლობები, ქუჩაში რომ გახვიდეთ თქვენი თვალით იხილავთ ამას. მიუხედავად გაყალბებისა, მასობრივი მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსისა, ჩვენ მათ მოვუგეთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.