"ევროპული საქართველოს" ეგზიტპოლების შედეგებით, არჩევნებში 37 %-ით პირველ ადგილს გრიგოლ ვაშაძე იკავებს - კვირის პალიტრა

"ევროპული საქართველოს" ეგზიტპოლების შედეგებით, არჩევნებში 37 %-ით პირველ ადგილს გრიგოლ ვაშაძე იკავებს

"ევროპული საქართველოს" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, რომელიც "BCG ReaserCh“-მა ჩაატარა, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა გრიგოლ ვაშაძე, მეორეზე სალომე ზურაბიშვილი, მესამეზე კი დავით ბაქრაძე. შესაბამისი მონაცემები პარტიაში რამდენიმე წუთის წინ წარმოადგინეს.

უფრო კონკრეტულად, ეგზიტპოლების შედეგებით, გრიგოლ ვაშაძეს მხარი ამომრჩეველთა 37%-მა, სალომე ზურაბიშვილს - 34%-მა, დავით ბაქრაძეს კი 10%-მა დაუჭირა.