"მინდა ყველას მივულოცო არჩევნების დასრულება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში" - კვირის პალიტრა

"მინდა ყველას მივულოცო არჩევნების დასრულება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში"

მინდა ყველას მივულოცო არჩევნების დასრულება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, - ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერმა ყველა მოქალაქეს მადლობა გადაუხადა აქტივობისთვის და მაღალი სამოქალაქო კულტურისთვის.

"როგორც ეგზიტპოლის შედეგებმა გვაჩვენა, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს ამ არჩევნებში. ჩვენ ახლა უნდა დაველოდოთ ცესკო-ს შესაბამის პროცედურებს, დათვლის შედეგებს.

აქვე მინდა ვისარგებლო და ყველა ვინც ჩართული იყო ამ არჩევნების ორგანიზებაში მადლობა გადავუხადო, ასევე მადლობა გადავუხადო საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობივ დამკვირვებლებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში“, - განაცხადა ბახტაძემ.