"არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, "ევროპული საქართველო“ მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს" - კვირის პალიტრა

"არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, "ევროპული საქართველო“ მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს"

"ევროპული საქართველო“ არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ბაქრაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

"თუ დაჯდება სურათი, რომელსაც აჩვენებს კვლევა, იქნება მეორე ტური და მასში მონაწილეობას მიიღებს "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. მე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მას დაუჭირონ მხარი“, - განაცხადა დაბით ბაქრაძემ.

"ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ, არჩევნებში დამარცხება აღიარა.