"სალომე არის პრეზიდენტი, ერთი ჩეკისტი პრეზიდენტი გვყავდა სააკაშვილი, გენერალი ალასანია მოსკოვში ზის" - კვირის პალიტრა

"სალომე არის პრეზიდენტი, ერთი ჩეკისტი პრეზიდენტი გვყავდა სააკაშვილი, გენერალი ალასანია მოსკოვში ზის"

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, საქართველოში იქნება ევროპა და წინსვლა, ბოლშევიზმი და საბჭოთა დრო მორჩა.

ამის შესახებ ხაინდრავამ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბში განაცხადა, სადაც ყვავილების თაიგულით მივიდა.

"სალომე არის საქართველოს პრეზიდენტი, ერთადერთი და ღირსეული ადამიანი ჩეკისტებისგან განსხვავებით. ერთი რიგითი ჩეკისტი პრეზიდენტი გვყავდა მიხეილ სააკაშვილი, ეხლა ოფიცერი გამოგვიგზავნეს და გენერალი ალასანია მოსკოვში ზის და მორჩა ჩეკიზმი საქართველოში, ბოლშევიზმი, საბჭოთა დრო მორჩა საქართველოში. საქართველოში ახლა იქნება ევროპა, წისნვლა, ქალბატონი სალომე პრეზიდენტად, მოგილოცავთ სუყველას", - განუცხადა ჟურნალისტებს გოგა ხაინდრავამ.

იხილეთ ვიდეო