"ნაციონალური მოძრაობა" ექსცესებს გეგმავს, თუმცა პოლიცია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები მობილიზებულია" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა" ექსცესებს გეგმავს, თუმცა პოლიცია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები მობილიზებულია"

"ნაციონალური მოძრაობა" ექსცესებს გეგმავს, თუმცა მობილიზებულია პოლიცია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მე მგონია, რომ ვერაფერს შეძლებენ, თუმცა ეს განცდა სულ აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ეგზიტპოლის შედეგები ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ახლოს არის გამარჯვებასთან, თუმცა აღნიშნავს, რომ სჯობს დაველოდოთ ცესკო-ს საბოლოო შედეგებს.

"ველოდით ამ შედეგს, ჩვენ მუდამ ვაცხადებდით 53-54%-ს და ახლოს ვართ ეგზიტპოლის შედეგებთან, თუმცა ეს ეგზიტპოლია, დაველოდოთ ცესკო-ს საბოლოო შედეგებს. "ნაციონალური მოძრაობა" ექსცესებს გეგმავს, თუმცა მობილიზებულია პოლიცია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. მე მგონია, რომ ვერაფერს შეძლებენ, თუმცა ეს განცდა სულ აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.