"ახალქალაქში კომისიის წევრ თეონა ჭალიძეს საოლქო კომისიის თავმჯდომარე ფიზიკურად შეეხო" - კვირის პალიტრა

"ახალქალაქში კომისიის წევრ თეონა ჭალიძეს საოლქო კომისიის თავმჯდომარე ფიზიკურად შეეხო"

ახალქალაქში ძალიან დაძაბული სიტუაციაა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმაა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მას ხელთ აქვს ოქმები, რომელიც სავარაუდოდ წინასწარაა დაწერილი.

"ახალქალაქში ძალიან დაძაბული სიტუაციაა, იქიდან გამომდინარე, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს თეონა ჭალიძეს ფიზიკურად შეეხო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მე ხელთ მაქვს ოქმები, რომელიც ჩვენი აზრით, სავარაუდოდ გაყალბებულია, რადგან რეალური ციფრები განსხვავებული იქნება ამ ოქმებისგან. ეტყობა, რომ წინასწარ დაწერილი ოქმებია. ერთ-ერთ ოქმში საერთოდ მონაცემები არაა შევსებული, მხოლოდ ორი მონაცემია შეყვანილი, სალომე ზურაბიშვილის მონაცემია დაფიქსირებული მხოლოდ და მხოლოდ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.