ცესკო-ს წინასწარი მონაცემები: ზურაბიშვილი - 40,05%, ვაშაძე - 37,93% - კვირის პალიტრა

ცესკო-ს წინასწარი მონაცემები: ზურაბიშვილი - 40,05%, ვაშაძე - 37,93%

ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, ამ დროისთვის კომისიაში შესულია 512 უბნის შედეგები, რაც მთლიანი უბნების 13%-ზე მეტია. ამ მონაცემების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ სამეულზე შედეგები ასე გადანაწილდა:

სალომე ზურაბიშვილი - 40,05%

გრიგოლ ვაშაძე - 37,93%

დავით ბაქრაძე - 10,83%

შალვა ნათელაშვილი - 4,16%

ზურაბ ჯაფარიძე - 1,61%

დავით უსუფაშვილი - 1,54%

კახა კუკავა - 1,19%