ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში პირველ ადგილზე გრიგოლ ვაშაძეა - კვირის პალიტრა

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში პირველ ადგილზე გრიგოლ ვაშაძეა

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3705 საარჩევნო უბნიდან 3678 უბანი (+11 სპეცუბანი) დათვლა.

დიდი ქალაქების საარჩევნო შედეგები ასეთია:

რუსთავი: გრიგოლ ვაშაძე - 21 775 ხმა (47.14%); სალომე ზურაბიშვილი - 11 242 ხმა (24.34%);

მცხეთა: გრიგოლ ვაშაძე - 8 939 ხმა (41.34%); სალომე ზურაბიშვილი - 7 856 ხმა (36.34%);

გორი: გრიგოლ ვაშაძე - 20 994 ხმა (42.5%); სალომე ზურაბიშვილი - 17 099 ხმა (34.61%);

ხაშური: გრიგოლ ვაშაძე - 9 125 ხმა (43.17%); სალომე ზურაბიშვილი - 7 009 ხმა (33.16%);

ზესტაფონი: გრიგოლ ვაშაძე - 9 815 ხმა (38.57%); სალომე ზურაბიშვილი - 9 041 ხმა (35.52%);

წყალტუბო: გრიგოლ ვაშაძე - 11 921 ხმა (48.2%); სალომე ზურაბიშვილი - 8 143 ხმა (32.93%);

ქუთაისი: გრიგოლ ვაშაძე - 29 585 ხმა (46.98%); სალომე ზურაბიშვილი - 18 058 ხმა (28.67%);

ზუგდიდი: გრიგოლ ვაშაძე - 23 526 ხმა (49.46%); სალომე ზურაბიშვილი - 16 129 ხმა (33.91%);

ფოთი: გრიგოლ ვაშაძე - 6 775 ხმა (39.82%); სალომე ზურაბიშვილი - 5 803 ხმა (34.11%);

ბათუმი: გრიგოლ ვაშაძე - 27 368 ხმა (44.8%); სალომე ზურაბიშვილი - 20 722 ხმა (33.92%);

ყველაზე მაღალი შედეგი გრიგოლ ვაშაძეს ქალაქ თელავში აქვს. 14 341 ხმით ვაშაძემ თელავში ამომრჩეველთა ხმების 50,12 % მიიღო. სალომე ზურაბიშვილს 9 383-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც ამომრჩევლის 32,79 %-ს შეადგენს.