"ამომრჩეველმა ორიანი დაუწერა „ოცნებას“ სარალიძის ტკივილისთვის, კანაფის პოპულარიზაციისთვის, კობახიძის თავხედობისთვის" - კვირის პალიტრა

"ამომრჩეველმა ორიანი დაუწერა „ოცნებას“ სარალიძის ტკივილისთვის, კანაფის პოპულარიზაციისთვის, კობახიძის თავხედობისთვის"

წადით ახლა, გადაშალეთ მათემატიკის წიგნი, ციფრებს დახედეთ და იმეცადინეთ, - ასე ეხმაურება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

ანა დოლიძის თქმით, ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ გუშინ ორიანი დაუწერა და საშემოდგომო გამოაყოლა.

„გუშინ ამომრჩეველმა ორიანი დაუწერა და საშემოდგომო გამოაყოლა „ქართულ ოცნებას“ ზაზა სარალიძის ტკივილისთვის, ვანო ზარდიაშვილის მორალისთვის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაქრობისთვის, 2008 წლის ომის ჩვენთვის დაბრალებისთვის, მურუსიძის სამართლისთვის, გაღარიბებისთვის და გამდიდრებული ბანკებისთვის, 400 ლარიანი მონური სამსახურებისთვის, მიშვებული პროკურატურისთვის, უღირსი სიბერისთვის, განათლების ნაცვლად კანაფის პოპილარიზაციისთვის, თეა წულუკიანის სარკაზმისთვის, სესიაშვილის სასახლისთვის, საკუთარი ბანკირების მინისტრებად დანიშვნისთვის, უშევრობის და აყვავებული ნეპოტიზმისთვის, კობახიძის თავხედობისთვის. წადით ახლა, გადაშალეთ მათემატიკის წიგნი, ციფრებს დახედეთ და იმეცადინეთ“, – წერს ანა დოლიძე.

იხილეთ ასევე: "ამ არჩევნებით საქართველოში დაიწყო რეალითიშოუ "პრეზიდენტი" - რა შედეგით დასრულდება მე-2 ტური?