რა ქონებით ტოვებს გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტს - კვირის პალიტრა

რა ქონებით ტოვებს გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტს

მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. მან არჩევნებში ხმათა უმრავლესობით, 62,18%-ით გაიმარჯვა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებით ტოვებს გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის მთავარსარდლის თანამდებობას.

2018 წლის 3 მარტს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი ფლობს 4462 კვ/მ მიწის ნაკვეთს დუშეთში, რომელიც მან 2004 წელს 11 000 დოლარად შეიძინა. 2004 წელს 2 500 დოლარად იყიდა 200 კვ/მ ფართის სახლი დუშეთში. ასევე მის მფლობელობაშია თბილისში 165კვ/მ ფართის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მან 2011 წელს შეიძინა; 120 კვ/მ ბინა, რომელიც 2009 წელს იყიდა. გაგრძელება