ყველა უბნის მონაცემებით, ზურაბიშვილი ვაშაძეს 0,9%-ით უსწრებს - კვირის პალიტრა

ყველა უბნის მონაცემებით, ზურაბიშვილი ვაშაძეს 0,9%-ით უსწრებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმების დათვლა დაასრულა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული, 3705 უბნის შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64%, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი - 37,74% მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს მხარი 615 624-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს კი 601 188-მ.

ქვეყნის მასშტაბით სულ 3705 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს: 10,97 %-მა დაუჭირა მხარი დავით ბაქრაძეს, 3,74 %-მა შალვა ნათელაშვილს, 2,26 %-მა - დავით უსუფაშვილს, 2,26 %-მა - ზურაბ ჯაფარიძეს და 1,33 %-მა - კახა კუკავას.