"ვაშაძის პირობა, რომ ახალაიებს და მერაბიშვილს შეიწყალებს და დააბრუნებს, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში - ამის დაშვება არ შეიძლება" - კვირის პალიტრა

"ვაშაძის პირობა, რომ ახალაიებს და მერაბიშვილს შეიწყალებს და დააბრუნებს, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში - ამის დაშვება არ შეიძლება"

ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო გრიგოლ ვაშაძე - ის არის პრობლემების მთელი პაკეტი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

“ეს პრობლემები არის დათა ახალაია, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი - ადამიანები, რომლებიც მხილებული არიან რეალურ, აქტიურ, ფართომასშტაბიან უფლებების დარღვევებში. წაიკითხეთ მათივე პარტიაში მყოფი გიორგი ტუღუშის ანგარიშები, რომელიც თავის დროზე სახალხო დამცველი იყო. ვაშაძის პირობა იმისა, რომ ამ ადამიანებს შეიწყალებს და დააბრუნებს, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში. ამის დაშვება არ შეიძლება და მე ეს მომავალი არ მომწონს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

"ვინც ათასობით ლარს აკეთებს, რომ რაღაც ტყუილები მოუყვეს ბიძინა ივანიშვილს, იმან ახსნას ახლა რამ გამოიწვია ეს ფიასკო"