"სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს" - რას ამბობს უკრაინელი დეპუტატი? - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს" - რას ამბობს უკრაინელი დეპუტატი?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2019 წლის მაისში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდება, - ამის შესახებ "უნიანს" მისმა თანაპარტიელმა, დეპუტატმა იური დერევიანკომ განუცხადა.

"სააკაშვილი უკრაინაში 2019 წლის მაისში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდება. საპარლამენტო არჩევნების წინ ის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა დერევიანკომ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. უკრაინამ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა და ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.