სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში წერს.

"ამ საღამოს, 20:00 საათზე, ჩემი განცხადება პირდაპირ ეთერში", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმების დათვლა დაასრულა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული, 3705 უბნის შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64 %, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი - 37,74 % მიიღო. აღნიშნული მონაცემების შედეგად, მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეს სალომე ზურაბიშვილის პირველი განცხადება იქნება.