"ვისურვებდი, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ უფრო მეტი პატივისცემა იყოს" - კვირის პალიტრა

"ვისურვებდი, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ უფრო მეტი პატივისცემა იყოს"

ვისურვებდი, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ უფრო მეტი პატივისცემა იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტებმა ანრი ოხანაშვილს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის ქმედებების შეფასება სთხოვეს. როგორც ცნობილია, ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, რომლებიც მასთან კომენტარის ჩაწერას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ცდილობდნენ, ზურგი აქცია და განუცხადა, რომ მედიას მაშინ უპასუხებდა, როცა თავად დაიბარებდა.

"ვისურვებდი, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ჟურნალისტებთან მიმართებით უფრო სწორი კომუნიკაცია იყოს შერჩეული და უფრო მეტი პატივისცემა თქვენს მიმართ,"- აღნიშნა ოხანაშვილმა.