გიორგი ვაშაძე: "ჩვენი ოთხი მხარდამჭერი სასტიკად არის ნაცემი - ბანდას მკოიანის ძმა ხელმძღვანელობდა" - კვირის პალიტრა

გიორგი ვაშაძე: "ჩვენი ოთხი მხარდამჭერი სასტიკად არის ნაცემი - ბანდას მკოიანის ძმა ხელმძღვანელობდა"

"ჩვენი ოთხი მხარდამჭერი სასტიკად არის ნაცემი, ჩვენს შტაბს თავს დაესხა ჯგუფი, დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

ვაშაძე მომხდარზე შს სამინისტროს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"4 ადამიანი სასტიკად არის ნაცემი. ბანდას, რომელიც თავს დაგვესხა ხელმძღვანელობდა ენზელ მკოიანის ძმა. აშოტ რაისიანი, აბრაამ აბრაამიანი, ტიგრან აბრაჰამიანი და მიშა აღაბალიანი არიან სასტიკად ნაცემები. ეს მოხდა შტაბში. თავს დაესხნენ მოულოდნელად, შეიარაღებულები იყვნენ ხელკეტებით. ხელისუფლებას მოვუწოდებთ ხელი აიღოს ძალადობაზე, ჩვენ არ ავყვებით არანაირ პროვოკაციას. შსს-ს პირად შემადგენლობას, რომელმაც მაქსიმალურად შეინარჩუნა სიმშვიდე საარჩევნო დღეს და უარი თქვა პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე, მოვუწოდებ, რომ სასწრაფოდ დააკავონ ეს ადამიანები. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და უნდა აღიკვეთოს დაუყოვნებლივ. ჩვენ მშვიდობიანობას დავიცავთ განსხვავებით "ქართული ოცნებისგან" , რომელსაც ეტყობა გონება აქვს დაკარგული",- განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"