"ვა­შა­ძეს და რუ­სეთს და­ვუთ­მო ქვე­ყა­ნა? " - რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილი - კვირის პალიტრა

"ვა­შა­ძეს და რუ­სეთს და­ვუთ­მო ქვე­ყა­ნა? " - რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილი

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ის კანდიდატურას არ ხნის და მეორე ტურში ბრძოლისთვის მზად არის.

"პირველ რიგში მალდობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე და ხმა მომცა, ყველას, ვინც ძალიან დიდხანს ასე აქტიურად იღებდა მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში, რომელიც ადვილი არ იყო. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება. "რუსთავი 2" აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა და ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? მხადრამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? არა... მემგონი არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული. ამიტომ მზად ვარ მეორე ტურისთვის" - აღნიშნა ზურაბიშვილმა.