"ახალაიებისა და სხვათა შეწყალებას შეძლებს, მაგრამ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება გაუჭირდება" - რა შეიძლება მოხდეს ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში?
"ახალაიებისა და სხვათა შეწყალებას შეძლებს, მაგრამ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება გაუჭირდება" - რა შეიძლება მოხდეს ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში?
ფოტო:გრიგოლ ვაშაძე, დათა ახალაია, ბაჩო ახალაია, მიხეილ სააკაშვილი
რთული პოლიტიკური ვითარება, ქვეყნის გაუგებარი მომავალი და დილემის წინაშე აღმოჩენილი მოქალაქეები - ასეთია 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები. თუმცა სავსებით რეალურად, შესაძლოა უპრეცედენტო შემთხვევაც მოხდეს და ქვეყნის პირველი პირის სტატუსი ოპოზიციურმა, "ნაცონალური მოძრაობის" მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სააკაშვილის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მოიპოვოს. ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად კონსტიტუციით პრეზიდენტის მკვეთრად შეზღუდული უფლებებისა, მაინც არსებობს ვარაუდი, რომ ქვეყანაში საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარება შეიქმნება.
უფრო მეტიც, ხელისუფლების ზოგიერთი წევრი და საზოგადოების
ნაწილიც უკვე ლამის სამოქალაქო ომს პროგნოზირებს. რაც ძნელად წარმოსადგენია, თუმცა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევას მუდმივად ეცდება, ამაზე ყველა თანხმდება.

რას აპირებს გრიგოლ ვაშაძე გაპრეზიდენტების შემთხვევაში?

ის ღიად აცხადებს, რომ მოქალაქეობას მიანიჭებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც საკუთარი სურვილით თქვა უარი იმ ქვეყნის
მოქალაქეობაზე, რომლის პრეზიდენტიც იყო; ასევე აპირებს შეიწყალოს ის, ისევე, როგორც ვანო მერაბიშვილი, ძმები ახალაიები, გიორგი ცააძე... რაც ნიშნავს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც წინა რეჟიმის არაერთი დანაშაულის სულისჩამდგმელი და განმახორციელებელი იყო, ისევ თავისუფლებაზე აღმოჩნდება, მეტიც, ამათ ალბათ მოჰყვებიან ქარდავების, "მასტერების", მელნიკოვების თუ ციხის სხვა ჯალათების პოლიტპატიმრებად გამოცხადება.

რა შეიძლება გამოიწვიოს ამან?

"ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო გრიგოლ ვაშაძე - ის არის პრობლემების მთელი პაკეტი.
ანა დოლიძე
ეს პრობლემები არის დათა ახალაია, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი - ადამიანები, რომლებიც მხილებული არიან რეალურ, აქტიურ, ფართომასშტაბიან უფლებების დარღვევებში. წაიკითხეთ მათივე პარტიაში მყოფი გიორგი ტუღუშის ანგარიშები, რომელიც თავის დროზე სახალხო დამცველი იყო. ვაშაძის პირობა იმისა, რომ ამ ადამიანებს შეიწყალებს და დააბრუნებს, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში. ამის დაშვება არ შეიძლება და მე ეს მომავალი არ მომწონს" (ეს განცხადება ანა დოლიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა 360 -ში გააკეთა - იხილეთ).


თინათინ ხიდაშელი
"ვაშაძის პრეზიდენტობით საქართველოში, იმ მინიმალური უფლებებით რაც მას აქვს: მიშას შეიწყალებს; მიშას მოქალაქეობას დაუბრუნებს; ლტოლვილი, მომლოცველი, ცრელმომდგარი მიშიკო ტრაპიდან რევოლუციას დაანონსებს; ესენი მეგა შეცდომების დაშვებას დაიწყებენ; და მერე კი იცით, როგორც გრძელდება" (ამონარიდი "ფეისბუკსტატუსიდან" - იხილეთ სრულად)

ცნობისთვის:
  • პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ედავება;
  • სააკაშვილის ხელისუფლების შს- მინისტრი და როგორც თვითონვე აღიარებდნენ მათი რეჟიმის "ხერხემალი" ვანო მერაბიშვილი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის.
  • პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გარდა ამისა ის და მისი ძმა დათა ახალაია კიდევ არაერთ სისხლის სამართლის დანაშულში არიან მხილებულნი.
  • გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას კი 2006 წლის მაისში კორტების მიმდებარედ, ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობას და მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან. საქალაქო სასამართლომ გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობისთვის 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც ცნობილია, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს უფლებები თითქმის ყველა სფეროში აქვს შეზღუდული და მარგველაშვილისგან განსხვავებით, ვაშაძეს ან სალომე ზურაბიშვილს კიდევ უფრო მწირი უფლებები ექნება, თუმცა ერთადერთი, რაც შეუზღუდავად აქვს და შეუნარჩუნდება, ეს არის მსჯავრდებულის შეწყალება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვაშაძეს გაპრეზიდენტების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეუძლია ადამიანის შეწყალება, მიუხედავად იმისა ამა თუ იმ პირის წინააღმდეგ დასრულებულია თუ არა სასამართლო პროცესი ან ძიება.

ლევან ალაფიშვილი, იურისტი:

"შეწყალება არის სახელმწიფოს ჰუმანური აქტი და ამის განხორცილების უფლება სახელმწიფოს მეთაურს შეუზღუდავ კომპეტენციად აქვს. შესაბამისად, ეს უფლება კვლავ შეუზღუდავია და არ არის დამოკიდებული სხვა რაიმე გარემოებაზე.
ლევან ალაფიშვილი
საკამათო გადაწყვეტილება ამ მიმართულებით მიღებული აქვს მიხეილ სააკაშვილს. როდესაც 2011 წელს შეიწყალა შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, სამეგრელოსა და ზემოსვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა, რომლის საქმეც ჯერ სასამართლოშიც არ იყო დასრულებული.
ასე, რომ რამდენ საქმეშიც არ უნდა იყოს ბრალდებული, ყველა შემთხვევაში შეუძლია შეწყალება...

რაც შეეხება სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს, აქ მისი უფლება შეზღუდულია, ამიტომ დიდი ალბათობით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ქვეყანაში დაბრუნება გაუჭირდება.
ორგანული კანონის მიხედვით, პირს მოქალაქეობა იმ შემთხვევაში მიენიჭება თუ ამასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცეს იუსტიცის სამინისტრომ და ქვეყნის უსაფრთხოებაზე მომუშავე ინსტიტუტებმა. ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს "ქართული ოცნების" ლიდერები ხელმძღვანელობენ, შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად შეუძლებელია სააკაშვილთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციები გასცენ. აქ კი პრეზიდენტი უკვე უძლურია. ასევე სააკაშვილს ჩამოსასვლელად ვიზა დასჭირდება, რაზეც დიდი ალბათობით, ასევე უარი ეთქმევა".

რა პოლიტიკური ვითარება შეიძლება შეიქმნას გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შეთხვევაში?

გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი:
"ვფიქობ, პოლიტიკური ვითარება გახდება უფრო აქტიური და დრამატული.
გია ხუხაშვილი
იმიტომ, რომ მაღალი ალბათობით, პოლიტიკურ პროცესებში უფრო აქტიურად ჩაერთვება სააკაშვილი, რაც ვითარებას დაძაბავს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ხელისუფლება რამდენად გაანალიზებს დაშვებულ შეცდომებს და თუ შეძლებს ამ შეცდომების გასწორებას. რეალურად ხელისუფლების პრობლემა არ არის "ნაციონალური მოძრაობა" ან მიხეილ სააკაშვილი. მათი პრობლემაა ამპარტავნობა და სიბრიყვე. თუ ამის გადალახვა მოახერხეს ამ შემთხვევაში, გარკვეული შანსები რჩებათ, რომ რაღაცნაირად დარჩნენ ხელისუფლებაში.

საგარეო მიმართულებით ხელისუფლებისთვის ვაშაძე პრობლემატური იქნება, მაგრამ არა სახელმწიფოსთვის. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან და სახელმწიფო კი რჩება. კონსტიტუციურად მეტი არაფრის გაკეთება შეუძლია. ერთადერთი, რაც შეუძლია არის ის, რომ მის თანაგუნდელებს შეიწყალებს, რაც ასევე იქნება დაძაბულობის წყარო".


(სპეციალურად საიტისთვის)

İvana
31 ოქტომბერი 2018 20:24
GASHİFRULEBİ XART QOCEBO
İvana
31 ოქტომბერი 2018 20:23
AMİT VEGHAR İSPEKULİANTEBT GEYOPAT TQVLEFA
თემური
31 ოქტომბერი 2018 14:13

იმისთვის, რომ მომავალმა პრეზიდენტმა შეიწყალოს სააკაშვილი საჭიროა, რომ ამ უკანასკნელმა განცხადებით უნდა მიმართოს მას.სააკაშვილი კი ამას არ იზამს, რადგან ხალხის წარმოდგენაში ეს იქნება მის მიმართ წარდგენილი ბრალდებების აღიარება.
მეორეც, შეწყალებულ სააკაშვილს შეეზღუდება აქტივობები, მათ შორის პარტიული თანამდებობის დაკავება. ისე, რომ თუ ისე მოხდა, რომ ვაშაძემ გაიმარჯვა (რაც ძალიან მეეჭვება) სააკაშვილს მაშინაც არ ელის კარგი ცხოვრება.


რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა