"და­ი­ვი­წყეთ ფაქ­ტი, რომ დე­და­ჩე­მია" - რას წერს სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი "ფეისბუკში"
"და­ი­ვი­წყეთ ფაქ­ტი, რომ დე­და­ჩე­მია" - რას წერს სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი "ფეისბუკში"
სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუკ­ზე" საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტუ­რის შე­დე­გებ­ზე წერს. ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნის თქმით, გა­ოგ­ნე­ბუ­ლია, რომ ერ­თა­დერთ პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სის მქო­ნე კან­დი­დატს მეტი მხარ­და­ჭე­რა არ ჰქო­ნია.

"და­ი­ვი­წყეთ ფაქ­ტი, რომ დე­და­ჩე­მია. ის არის ქალი, რო­მელ­მაც 30 წელ­ზე მეტი გა­ა­ტა­რა ფრან­გულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში, მუ­შა­ობ­და ევ­რო­კავ­შირ­ში, ნატო-სა და გა­ე­რო­ში, მი­ა­ტო­ვა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი, რომ ემ­სა­ხუ­რა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­თვის, ჩარ­თუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, უარი თქვა საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ზი­დენ­ტად ეყა­რა კენ­ჭი.

მისი
ოპო­ნენ­ტის კა­რი­ე­რა კი საბ­ჭო­თა დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში საკ­მა­ოდ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებს მო­ი­ცავს. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, თავ­და­პირ­ვე­ლად, უარს ამ­ბობ­და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის დათ­მო­ბა­ზე, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. მის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას რუ­სუ­ლი პიარ-კომ­პა­ნია უძღვე­ბა, იყე­ნე­ბენ იმა­ვე სი­ძულ­ვი­ლის ენა­სა და ყალბ ამ­ბებს, რო­მელ­საც რუ­სე­ბი იყე­ნებ­დნენ მსოფ­ლიო
მას­შტა­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის დროს. ახლა იყ­რის კენ­ჭს პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე და პი­რო­ბას დებს, რომ და­აბ­რუ­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც წლე­ბის მან­ძილ­ზე ატე­რო­რებ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას. გაგრძელება
xx
01 ნოემბერი 2018 10:59
რომელი ავტორიტეტი შენ ხარ შვილო რომ მოგვმართავ. დედაშენი გამარჯობის თქმას არ კადრულობს და თავის ამომრჩევლებს უპასუხოდ ტოვებს. ქალს არ აქვს პასუხები ჟურნალისტების კითხვებზე და მისი ნათქვამიდან აზრი ძლივს რომ გამოგვაქვს არც ეს არის მეორეხარისხოვანი.
გენა
01 ნოემბერი 2018 10:11
ჯერ არ მოსულხართ და უკვე გვამადლით თავს და თუ მოხვედით ხომ ვერ ამოვალთ თქვენი ვალიდან ვერასოდეს.
იზონერა
01 ნოემბერი 2018 01:39
მე მიყვარს ქ - ნი სალომე.დიდი ხანია ვიცნობ ერთად ვიდექით მიტინგებზე.ის ჭკვიანი, სამართლიანი მიზანმიმართული და საქმის მკეთებელი ლიდერია მისგან დიდი პოზიტივი
მოდის.
ქართული ოცნების არჩევანი ამ შემთხვევაში
სწორი იყო მაგრამ დაგვიანებით დაიწყო მისი პიარ კომპანია დაძალიან სუსტად და არადამაჯერებლად წარიმართა მისი წარდგენა.
უფრო მეტი ურთიერთობა საზოგადოებასთან და მეტი მხარდაჭერა არა ,,ზედა ფენებს არამედ ქვედას" მეტი სატელევიზიო გამოსვლები ყველა არხზე.
დიდი უპირატესობის დაგულწრფელობის ჩვენება თითოეული ამომრჩევლისთვის.არა სხვების საჩვენებლად არამედ საკუთარი ღირსებების სრულად წარმოსაჩენად.იმ რაიონების დაუბნების მოსახლეობასთან შეხვედრები სადაც დავმარცხდით.
ვინც არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა მათ ოჯახებში მისვლა.
ასე ავიცილებთ ბოროტების მეორედ მოსვლის საშიშროებას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?