"და­ი­ვი­წყეთ ფაქ­ტი, რომ დე­და­ჩე­მია" - რას წერს სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი "ფეისბუკში" - კვირის პალიტრა

"და­ი­ვი­წყეთ ფაქ­ტი, რომ დე­და­ჩე­მია" - რას წერს სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი "ფეისბუკში"

სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი "ფეისბუკზე" საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე წერს. ქეთევან გორჯესტანის თქმით, გაოგნებულია, რომ ერთადერთ პროდასავლური კურსის მქონე კანდიდატს მეტი მხარდაჭერა არ ჰქონია.

"დაივიწყეთ ფაქტი, რომ დედაჩემია. ის არის ქალი, რომელმაც 30 წელზე მეტი გაატარა ფრანგულ დიპლომატიურ სამსახურში, მუშაობდა ევროკავშირში, ნატო-სა და გაეროში, მიატოვა დიპლომატიური სამსახური, რომ ემსახურა საკუთარი ქვეყნისთვის, ჩართული იყო საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებში, უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რომ საქართველოში პრეზიდენტად ეყარა კენჭი.

მისი ოპონენტის კარიერა კი საბჭოთა დიპლომატიურ სამსახურში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს მოიცავს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თავდაპირველად, უარს ამბობდა რუსეთის მოქალაქეობის დათმობაზე, იმის მიუხედავად, რომ ორ ქვეყანას შორის საომარი მდგომარეობა იყო. მის საარჩევნო კამპანიას რუსული პიარ-კომპანია უძღვება, იყენებენ იმავე სიძულვილის ენასა და ყალბ ამბებს, რომელსაც რუსები იყენებდნენ მსოფლიო მასშტაბით, არჩევნების დროს. ახლა იყრის კენჭს პრეზიდენტის პოსტზე და პირობას დებს, რომ დააბრუნებს ხელისუფლებაში ხალხს, რომლებიც წლების მანძილზე ატერორებდა საქართველოს მოსახლეობას. გაგრძელება