ვინ უწოდა სალომე ზურაბიშვილს მოღალატე და რა მოხდა პარლამენტში? - კვირის პალიტრა

ვინ უწოდა სალომე ზურაბიშვილს მოღალატე და რა მოხდა პარლამენტში?

პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის გამოსვლას უმრავლესობის რიგებში უკმაყოფილება მოჰყვა.

უმრავლესობის გაღიზიანება სამადაშვილის იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც მან მმართველი გუნდის მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოღალატედ მოიხსენია.

დეპუტატმა კარლო კოპალიანმა მოღალატეები ოპოზიციის წევრებს უწოდა, რასაც დარბაზში ხმაური მოყვა. "მოღალატეები ხართ თქვენ,"- მიმართა კარლო კოპალიანმა სალომე სამადაშვილს.

დაპირისპირება ვიცე-სპიკერის მოწოდების შემდეგ დასრულდა.

"ინტერპრესნიუსი"