სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს: "რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ? დავალაგებ და გეტყვით" - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს: "რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ? დავალაგებ და გეტყვით"

რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ? დავალაგებ და გეტყვით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟუნალისტებს "ქართული ოცნების" ოფისთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში პოლიტსაბჭოს წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს. ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს არ განუმარტა, თავადაც იღებს თუ არა აღნიშნულ შეხვედრები მონაწილეობას და არც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ, დავალაგებ და გეტყვით, როცა გადავწყვეტ. ვერ გავჩერდები, ძალიან მეჩქარება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტებმა ზურაბიშვილს ჰკითხეს, აპირებს თუ არა ამომრჩეველთან შეხვედრას, რაზეც კანდიდატმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველთან "თავისი ახსნები" ექნება.

"ჩემს ამომრჩეველთან მექნება პირდაპირი ჩემი ახსნები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.