"ახლა ყველა მხრიდან მაბულინგებენ, ჩემი განცხადებების გამო, ქოცებს ნაცი ვგონივარ და ნაცებს ქოცი" - კვირის პალიტრა

"ახლა ყველა მხრიდან მაბულინგებენ, ჩემი განცხადებების გამო, ქოცებს ნაცი ვგონივარ და ნაცებს ქოცი"

"ახლა ყველა მხრიდან რომ მაბულინგებენ ჩემი განცხადებების გამო, ქოცებს ნაცი რომ ვგონივარ და ნაცებს ქოცი, გამახსენდა ერთი ძველი ანეგდოტი. ის კარგად ასახავს მესამე ძალის მომლოდინე და მონატრებული ხალხის ფიქრებს: ტექნიკური უნივერსიტეტის (ГПИ)სტუდენტი ხმამაღლა რომ ამბობს და სიამოვნებით ჩაიცინებს: ცოლს ჰგონია რომ საყვარელთან ვარო, საყვარელს ჰგონია რომ ცოლთანო, მე კიდევ ოთახში ვზივარ და ვხაზავო" - წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე და ამ ფორმით რამდენიმე დღის წინს "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" მის მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხო რეაქციებს ეხმაურება.

ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო გრიგოლ ვაშაძე - ის არის პრობლემების მთელი პაკეტი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

"ეს პრობლემები არის დათა ახალაია, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი - ადამიანები, რომლებიც მხილებული არიან რეალურ, აქტიურ, ფართომასშტაბიან უფლებების დარღვევებში. წაიკითხეთ მათივე პარტიაში მყოფი გიორგი ტუღუშის ანგარიშები, რომელიც თავის დროზე სახალხო დამცველი იყო. ვაშაძის პირობა იმისა, რომ ამ ადამიანებს შეიწყალებს და დააბრუნებს, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში. ამის დაშვება არ შეიძლება და მე ეს მომავალი არ მომწონს", - განაცხადა ანა დოლიძემ "360 გრადუსში".

"ვინც ათასობით ლარს აკეთებს, რომ რაღაც ტყუილები მოუყვეს ბიძინა ივანიშვილს, იმან ახსნას ახლა რამ გამოიწვია ეს ფიასკო"