"არჩევნების მეორე ტური გადაწყვეტს, ქვეყანა მშვიდად განვითარდება თუ არა, ჩვენი მხარდამჭერები აუცილებლად უნდა მოვიდნენ არჩევნებზე" - კვირის პალიტრა

"არჩევნების მეორე ტური გადაწყვეტს, ქვეყანა მშვიდად განვითარდება თუ არა, ჩვენი მხარდამჭერები აუცილებლად უნდა მოვიდნენ არჩევნებზე"

ეკა ბესელია - არჩევნების მეორე ტური გადაწყვეტს, ქვეყანა მშვიდად განვითარდება თუ იქნება მძიმე მოცემულობა

არჩევნების მეორე ტური გადაწყვეტს, ქვეყანა მშვიდად განვითარდება თუ იქნება მძიმე მოცემულობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას აუხსნან, რატომ უნდა მივიდნენ არჩევნებზე.

"ყველა ვემზადებით მეორე ტურისთვის. ჩვენი მხარდამჭერები აუცილებლად უნდა მოვიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ეს არის გადამწყვეტი არჩევნები იმის განსასაზღვრად, ქვეყანამ მშვიდობიანად უნდა იაროს, თუ გველოდება ძალიან მძიმე მოცემულობა. შტაბსა და აქტივს თავმჯდომარე მნიშვნელოვან კორდინაციას გაუწევს. ჩვენ ყველა ვფიქრობთ, როგორ ავუხსნათ იმ ადამიანებს, რომლებიც არჩევნებზე არ მოსულან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე ტურზე მისვლა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსი"