"ქართული ოცნების" ოფისში ბიძინა ივანიშვილის და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" ოფისში ბიძინა ივანიშვილის და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის დეპუტატებმა განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება არჩევნებს. მათივე თქმით, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება გარდაუვალია.

"ინტერპრესნიუსი"