"ქართული ოცნების" ოფისში მამუკა ბახტაძე მივიდა - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" ოფისში მამუკა ბახტაძე მივიდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა.

ოფისში ასევე იმყოფებიან პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, მმართველი გუნდის მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილიც.

მანამდე საპარლამენტო უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, რომელსაც ასევე დაესწრო სალომე ზურაბიშვილი.

დეპუტატების უმრავლესობამ "ქართული ოცნების" ოფისი უკვე დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"