"ივანიშვილი და მისი ე.წ. მთავრობა აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი და მისი ე.წ. მთავრობა აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას"

"არანაირ საექსტრადაციო პროცედურების ქვეშ არ ვიმყოფები", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ივანიშვილი და მისი ე.წ.მთავრობა აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას.

"თეა წულუკიანმა გუშინ განაცხადა თითქოს მე ვიმყოფები საექსტრადიციო პროცედურის ქვეშ და თითქოს ჩემზე გამოგზავნილია ექსტრადაციის მოთხოვნა. როგორც ხედავთ, მე დავდივარ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და არანაირ საექსტრადაციო პროცედურების ქვეშ არ ვიმყოფები. უფრო მეტიც, პოროშენკო ითხოვდა ჩემს ექსტრადიციას საქართველოში, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არანაირი გზით არ მომხდარიყო ჩემი შემოსვლა სამშობლოში. ასე რომ, მცდელობა მოატყუონ ხალხი, აღარ გამოვა... ტყუილს მოკლე ფეხები აქვს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.