"ქართული მარში" მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ, "ქართულ ოცნებას" ორი მოთხოვნით მიმართავს - კვირის პალიტრა

"ქართული მარში" მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ, "ქართულ ოცნებას" ორი მოთხოვნით მიმართავს

"ქართული მარში" მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ, "ქართულ ოცნებას" ორი მოთხოვნით მიმართავს.

"ქართული მარშის" წევრის სანდრო ბრეგაძის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. მისივე თქმით, ეროვნული ძალები სალომე ზურაბუშვილის კანდიდატურას მხოლოდ ორ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს: თუ პარლამენტიდან მოხდება მარიხუანას კულტივაცის შესახებ კანონპროექტის გაწვევა და რიგგარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

"დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნების მეორე ტური დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს. არსებობს იმის საფრთხე, რომ ქვეყანა მოექცეს ძალადობის მორევში და პროცესები წავიდეს ძალადობრივი გზით. ჩვენ გვაქვს ამის ინფორმაციები. გვაქვს გარკვეული ცნობები იმის შესახებ, რომ ყველა მხრიდან ჯგუფები ემზადებიან ძალადობრივი აქტებისთვის. გადავწყვიტეთ მეორე ტურისთვის მოვხსნათ ბოიკოტის რეჟიმი და აქტიურად ჩავერთოთ საარჩევნო პროცესში. ჩვენ პირველ რიგში ვსაზღვრავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებაში ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგების მომტანია, მაგრამ ასევე გვინდა ხელისუფლება გავაფრთხილოთ, თუკი მათი მხრიდან გადაცდომები და ძალადობა იქნება, ასევე "ქართული ოცნების" ეს ქმედებებიც კატასტროფამდე მიიყვანს ქვეყანას", - განაცხადა ბრეგაძემ.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში "ქართული მარში" აქციების გამართვას აპირებს, ხელისუფლებას კი მოუწოდებს, პასუხი ორშაბათამდე გასცეს.

იხილეთ ვიდეო