ფაშინიანმა არ გამორიცხა, რომ გეოპოლიტიკური საკითხების გამო, ირანთან და საქართველოსთან საზღვარი დაიხუროს - კვირის პალიტრა

ფაშინიანმა არ გამორიცხა, რომ გეოპოლიტიკური საკითხების გამო, ირანთან და საქართველოსთან საზღვარი დაიხუროს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა არ გამორიცხა, რომ გეოპოლიტიკური საკითხების გამო, ირანთან და საქართველოსთან საზღვარი დაიხუროს.

როგორც Sputnik Армения იუწყება, ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ ძალიან გამოცდილ დიპლომატთან შეხვედრისას მან აღწერა ის სიტუაცია, რომელშიც სომხეთი იმყოფება, როდესაც ორი საზღვარი - თურქეთთან და აზერბაიჯანთან დახურულია, ხოლო ორი დარჩენილი საზღვარი შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად არის გახსნილი.

„სომხეთ-ირანის საზღვარი, მაგალითად, შეიძლება დე ფაქტო დაიხუროს ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების და რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო. საზღვარი საქართველოსთან ასევე შეიძლება დაიხუროს ცუდი ამინდის ან გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო. რა გამოდის, რომ სომხეთი კუნძულია ზღვის გარეშე და ასეთ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ?“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

"ინტერპრესნიუსი"