ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის ულამაზესი დედა და რას საქმიანობდნენ პრეზიდენტის მშობლები? - კვირის პალიტრა

ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის ულამაზესი დედა და რას საქმიანობდნენ პრეზიდენტის მშობლები?

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო სალომე ზურაბიშვილი მუდმივად ექცევა ყურადღების ეპიცენტრში და მისი პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად, ხშირად უსვამენ ხაზს პოლიტიკოსის წარმომავლობას.

ყველასათვის ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართული სათვისტომოს თავჯდომარის ლევან ზურაბიშვილის ოჯახში. იგი არის ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი, თუმცა ცოტამ თუ იცის, ვინ იყვნენ და რას საქმიანობდნენ მისი მშობლები. სალომეს დედა, ზეინაბ კეიდია, ულამაზესი ქალბატონი გახლდათ და ბევრი თაყვანისმცელიც ჰყოლია. ლევან ზურაბიშვილს ცხოვრება საფრანგეთში ემიგრაციის დროს დაუკავშირა. წყვილმა პარიზში იქორწინა მალე ვაჟი, ოთარი

შეეძინათ, ორი წლის შემდეგ კი - ქალიშვილი სალომე.

ნახეთ ფოტოგალერეა - სალომე ზურაბიშვილის ულამაზესი დედა და ოჯახის წევრები

სალომეს დედა ზეინაბ კედია საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის, მექი კედიასა და აგრაფინა თავართქილაძის ქალშვილი გახლდათ. გასაბჭოების შემდეგ მისი მამა საქართველოდან სტამბოლში წასულა მეუღლესთან ერთად, რომელიც მაშინ ზეინაბზე ყოფილა ორსულად და ბავშვი 1921 წლის 8 ივლისსში სტამბულში გაჩნდა. თურქეთში ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ სალომეს ბებია და ბაბუა დედის მხრიდან პარიზში გადასულან საცხოვრებლად.

რაც შეეხება სალომეს მამას, ლევან ზურაბიშვილს, იგი ქუთაისში დაიბადა. ის ცნობილი მამულიშვილის, ნიკო ნიკოლაძის შვლიშვილი გახლდათ. სალომეს ბებია, ნინო ნიკოლაძე პედაგოგი და პუბლიცისტი იყო, ხოლო ბაბუა, ივანე ზურაბიშვილი იურისტი.

რამდენიმე წელიწადში ზურაბიშვილების ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. თავიდან სტამბულში დასახლდნენ, 1924 წლიდან კი პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად და ლევანი სენტ–ბარბის განთქმულ მოსამზადებელ კოლეჯში შევიდა, 1928 წელს კი სამთამადნო–საინჟინრო ინსტიტუტში ჩაირიცხა. მას იურიდიულ ფაკულტეტზე უნდოდა სწავლა, მაგრამ ლტოლვილის სტატუსი ამის საშუალებას არ აძლევდა. 1931 წელს, პარიზის უმაღლესი საინჟინრო სკოლის დამთავრების შემდეგ, საფრანგეთის რკინიგზის უფროსობა შესთავაზეს, თუმცა ამისთვის საფრანგეთის მოქალაქეობა უნდა მიეღო, ლევანმა კატეგორიული უარი განაცხადა – მე ქართველი ვარ და ქართველად მოვკვდებიო, სამსახური "ფორდის საზოგადოების საფრანგეთის განყოფილება – "სიმკა–კრისლერში" დაიწყო. ამ საზოგადოებაში 39 წელი დაჰყო, უკანასკნელი 15 წლის მანძილზე დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 1971 წლიდან პენსიონერი გახდა და მთელი თავისი ენერგია ქართულ საქმეზე ზრუნვას მოახმარა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეოები