ვაშაძის მხარდასაჭერად გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში "რესპუბლიკელები", მათ შორის, ლევან ბერძენიშვილიც მივიდა - კვირის პალიტრა

ვაშაძის მხარდასაჭერად გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში "რესპუბლიკელები", მათ შორის, ლევან ბერძენიშვილიც მივიდა

გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერები მივიდნენ. ამ წუთებში "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და ლევან ბერძენიშვილი ხვდებიან.

"რესპუბლიკური პარტია" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას სწორედ ვაშაძეს უცხადებენ. თავის მხრივ, გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათი კარი ყველა დასავლური პარტიისთვის ღიაა.

"ინტერპრესნიუსი"