ლევან ბერძენიშვილი: "ბატონი გრიგოლ ვაშაძე გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი" - კვირის პალიტრა

ლევან ბერძენიშვილი: "ბატონი გრიგოლ ვაშაძე გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი"

"ჩვენ მოვედით, რომ გამოვხატოთ მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძის მიმართ. "რესპუბლიკური" პარტია მას მხარს უჭერს" - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"ჩვენ მოვედით, რომ გამოვხატოთ მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძის მიმართ. "რესპუბლიკური" პარტია მას მხარს უჭერს, ასევე განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც საერთო ინტერესის საგანია, მათ შორის ისეთები, რომ პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს რომ პრეამბლუაში ავიდეს ევროპული ინტეგრაციის საკითხები ნატო და ა.შ. რაც არის კონსტიტუციაში მაგრამ პრეამბლუაში არ არის. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ იმაზე, რომ ვინც არიან შეძენა-შენახვაზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა შეიძლება შეიწყალოს. გარდა ამისა ლაპარაკია, სერიოზულ ცვლილებებზე სასამართლო სისტემაში, გრიგოლს აქვს მოსაზრებები, რომელსაც ჩვენ ვეთანხმებით და ვთქვით, რომ მას, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს "რესპუბლიკური პარტია" იმ რესურსებით, რაც მას აქვს, უჭერს მხარს. ვფიქრობ, რომ მეორე ტური იოლი არ იქნება, მაგრამ პროგნოზი არის ის, რომ ოპოზიციის კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს და ბატონი გრიგოლ ვაშაძე გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.