მთავრობა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს - კვირის პალიტრა

მთავრობა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს

კანაფის კონტროლის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტიდან იქნება გაწვეული. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, მთავრობის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევის თაობაზე.

მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ იურიდიული თვალსაზრისით პროექტს გასაწვევი არაფერი სჭირდა და იურიდიულად გამართული იყო, მაგრამ რაკი საკითხს პოლიტიკური კონტექსტი მიეცა, საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით, მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევას დათანხმდა.

იხილეთ ასევე: "სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა პრინციპული პოზიცია, რომ არ იყო მიზანშეწონილი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილების გადავადება"

"ინტერპრესნიუსი"