მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი გუბერნატორებს ხვდება - კვირის პალიტრა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი გუბერნატორებს ხვდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გუბერნატორები იმყოფებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურში განუცხადეს, გუბერნატორები პრემიერს ხვდებიან. მთავრობის ადმინისტრაციაში ასევე იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა თემაზე ისაუბრებს პრემიერი რწმუნებულებთან.

როგორც ცნობილია, დღეს მთავრობის სხდომაც არის ჩანიშნული.