გრიგოლ ვაშაძე: "არასოდეს ვთვლიდი ლევან ბერძენიშვილს არავის ჯაშუშად" - კვირის პალიტრა

გრიგოლ ვაშაძე: "არასოდეს ვთვლიდი ლევან ბერძენიშვილს არავის ჯაშუშად"

არასოდეს ვთვლიდი ლევან ბერძენიშვილს არავის ჯაშუშად, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც ჟურნალისტების კითხვას უპასუხა "ნაციოანლური მოძრაობის" ხელისუფლების მიერ ლევან ბერძენიშვილის ჯაშუშობაში დადანაშაულებასთან დაკავშირებით.

"2007 წელს, მე ვიყავი რიგითი მოქალაქე, ამიტომ ამ ინციდენტში ვერანაირ მონაწილეობას ვერ მივიღებდი. მეორე, პარტიის წევრი არ ვყოფილვარ 2017 წლის 21 იანვრამდე, მესამე, არასოდეს არ ვთვლიდი ლევან ბერძენიშვილს არავის ჯაშუშად. მას ვთვლიდი ადამიანად, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ეროვნულ მოძრაობაში და რომლის უშუალო მონაწილეობით მივაღწიეთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენას. ეს მას ვუთხარი ჯერ პირადი შეხვედრისას და შემდეგ, საჯაროდ დავაფიქსირე. ეს სამწუხარო ინციდენტი ამოწურულია. დღეს არის მხარდაჭერის, გაერთიანების დრო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმისთვის, რომ მოხდეს იმ მახინჯი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი, რომელიც ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას "რესპუბლიკური პარტიის" მხარდაჭერა ამ საკითხში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იხილეთ ასევე: "ბოდიშს ვინც მოიხდის, იმას უნდა აპატიო.... სააკაშვილი პირადად მოვიდა და მითხრა, რომ არ მიაჩნდა თავისი საქციელი სწორად"

იხილეთ ვიდეო