"რუსეთის თამაშს თამაშობს, პრეზიდენტობის კანდიდატი ვაშაძე" - კვირის პალიტრა

"რუსეთის თამაშს თამაშობს, პრეზიდენტობის კანდიდატი ვაშაძე"

რაც სააკაშვილს ჰქონდა ჩადენილი, ის კალკირებულად არის აღებული და პირდაპირ ბრალდება სალომე ზურაბიშვილს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს კრემლის პიარკამპანიას, რომელსაც სათავეში ვლადმიერ პუტინის პიარის დამგეგმავი ადამიანები უდგანან. გოგა ხაინდრავას განცხადებით, მას აქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მისი გადმოწმება მარტივად შეუძლია.

ხაინდრავას თქმით, „ნაცინალური მოძრაობა“ რუსეთის თამაშს თმაშობს, თავად პრეზიდენტობის კანდიდატი ვაშაძე კი, რუსეთის ინტერესების დამცველია, რაც დოკუმენტურად დასტურდება.

“რაც ჰქონდა ჩადენილი სააკაშვილს, ის კალკირებულად არის აღებული და პირდაპირ ბრალდება სალომე ზურაბიშვილს. სამარცხვინო მდგომარეობაა, ჩემი აზრით, როდესაც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს რუსეთის ინტერესების დაცვას აბრალებს“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.