რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი კანაფის კულტივაციის კანონპროექტზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი კანაფის კულტივაციის კანონპროექტზე?

"მიხარია, რომ ამ საერთო დასკვნამდე მივედით, რამეთუ ასეთი საკითხი საზოგადოების და საპატრიარქოს გარეშე არ უნდა წყდებოდეს", - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რითაც კანაფის კულტივაციის შესახებ კანონის გაწვევას ეხმაურება. ზურაბიშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებაში არსებულ განწყობასა და მოლოდინს პასუხობს.

"ხელისუფლების მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან გაზიარებული, კანაფის კანონის გამოწვევაზე, პასუხობს საზოგადოებაში არსებულ განწყობასა და მოლოდინს. ეს იყო ის, რაც ჩემი სამთვიან კამპანიის დროს ყველგან მოვისმინე, ხალხისგან, უპირველეს ყოვლისა დედებისგან, საქართველოს ყოველ რეგიონში... მიხარია, რომ ამ საერთო დასკვნამდე მივედით, რამეთუ ასეთი საკითხი საზოგადოების და საპატრიარქოს გარეშე არ უნდა წყდებოდეს", - წერს ზურაბიშვილი.