პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საპატრიარქოში მივიდა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საპატრიარქოში მივიდა

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" წევრები და პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პატრიარქს ხვდებიან.

როგორც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრებენ.

"ვისაუბრებთ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, რა თქმა უნდა, სიმშვიდე გვინდა, მშვიდობიანი მეორე ტური გვინდა. ამაზე გვექნება პატრიარქთან საუბარი, რომ მისი მოსაზრებებიც მოვისმინოთ. დეტალურ კომენტარს შეხვედრის შემდეგ გავაკეთებთ", - განაცხადა ვაშაძემ.