"როგორც კი გავიმარჯვებთ, გამოვაცხადებთ ამნისტიას მსუბუქი ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და მოხმარებაზე მსჯავრდებულთათვის" - კვირის პალიტრა

"როგორც კი გავიმარჯვებთ, გამოვაცხადებთ ამნისტიას მსუბუქი ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და მოხმარებაზე მსჯავრდებულთათვის"

პირველივე დღეს, როგორც კი გავიმარჯვებთ, გამოვაცხადებთ ამნისტიას მსჯავრდებულთათვის, ვინც სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და მოხმარებაზე იხდის, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

„კონსტიტუციაში შევიტანთ შესწორებას, რომ საქართველო არასდროს გახდეს ნარკოპლანტაცია და საქართველოს ხელისუფლება არასოდეს გახდეს ნარკობარიგა. არასოდეს საქართველოს ახალგაზრდობამ თავისი უბედურებით არ გაამდიდროს ვიღაც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ "რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო უამრავი ახალგაზრდა მათ შორის ხელოვანები, ნიჭიერი ადამიანები, დღემდე იხდიან სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის.

ჩვენი პარტნიორების, „რესპუბლიკური“ პარტიის ინიციატივით, რომელსაც ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ, პირველივე დღეს, როგორც კი გავიმარჯვებთ, გამოვაცხადებთ ამნისტიას შეძენა-შენახვასა და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებაზე ვინც დღეს კიდევ ციხეშია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"