ბიძინა ივანიშვილი: "ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი"
05-11-2018
ბიძინა ივანიშვილი: "ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი"
მინდა შეგახსენოთ, რაც არჩევნებამდეც განვაცხადე - მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებისადმი მიმართვაში აცხადებს.

მისივე განმარტებით, "ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ".

"მე დარწმუნებული ვარ, რომ
ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, თავისუფლების, ღირსების დასაცავად და ერთად შევძლებთ ადამიანზე ორიენტირებული, თანამედროვე საქართველოს შენებას!", - აცხადებს ივანიშვილი.

იხილეთ ვიდეო - ბიძინა ივანიშვილის მიმართვა
ზვიად
06 ნოემბერი 2018 12:37
არავინ გიშლის წინ ორი წელი გაქვს!
გენო
06 ნოემბერი 2018 12:06
ვარიანტი არაა ამან რაიმე შეცვალოს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კუზიანს სამარეც ვერ გაასწორებს.
......
06 ნოემბერი 2018 11:51
მიშასთან ვერ მოხვალ
რაც მიშამ ფეხზე დააყენა ქვეყანა იმის ნახევრის ნახევარი არ გაგიკეთებია ის კი არა და უკუსვლით ატარე ქვეყანა..
მიშას დროს ასე თუ ისე ცხოვრების სტანდარტი გაუუმჯობესდა ხალხს .
კი იყო ციხეები სავსეაგრამ იქნება ეა საჭიროც იყო ..თქვენს ხელში კრიმინალმაც მოიმატა

რედაქტორის რჩევით